️ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტზე, შესაბამისი სამსახურების მიერ მოკვლევა ჩატარდა
️ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტზე, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუტაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში , ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს.
აღნიშნული გრაფიტი შესრულებული იყო "ქარავან არტ ფორუმის" ფარგლებში. კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება - ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და "არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის" ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე