ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა. რგპფ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულებაა 1 341 758 ლარი.
რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა არამხოლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური სასწავლებელია.
მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. მჯერა, რომ სამუსიკო სკოლა ნებისმიერი დონის საერთაშორისო მუსიკალურ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლებს , ხოლო ამ სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ და ქუთაისს ასახელებენ",- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერიის ინფორმაციით, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურის სამუსიკო სასწავლებლის გახსნის ცერემონიალი კონცერტით დასრულდა , რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლებლის აღსაზრდელები, კამერული ორკესტრი და ბავშვთა გუნდი.
ღონისძიებაზე ქუთაისის მერიამ სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს