ბესიკ გოფოძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა და დაუნის საერთაშორისო დღე მიულოცა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ჟურნალისტებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,თაირისი“ ესტუმრა და დაუნის საერთაშორისო დღე მიულოცა.
რწმუნებულის მოადგილე და ჟურნალისტები მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩერთენ და ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. თავის მხრივ შშმ ბავშვებმა სპეციალურად სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
,,21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ქართული ჟურნალისტიკისა და ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ერთობლივი აქცია დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებთან ერთად ვესტუმრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, მათთან ერთად ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობებში და გავეცანით რა გარემოში უწევთ ყოველდღიურად ყოფნა და როგორია მათი სასწავლო პროცესი.
დღესვე, აქციის ფარგლებში ჟურნალისტებთან, იმერეთში სატყეო სააგანტოს თანამშრომლებთან და ბავშვებთან ერთად სიმბოლურად დავრგეთ ხეებიც. ჩვენ, მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს და მომავალში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელებას ვაპირებთ,“–აღნიშნა ბესიკ გოფოძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მე–4 წელია ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის აქციებს ახორციელებს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"