ქუთაისის მერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ დაბადების დღეს! ცხრა ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოს, მთელ ქრისტიანულ სამყაროს გვყავს ეს ღვთის კაცი, რომელიც ქვეყანას, ადამიანებს სიყვარულით, სიბრძნით და სიკეთით ემსახურება. უდიდესია მისი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების აღორძინებასა და განმტკიცებაში.
დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!" - ნათქვამია ქუთაისის მერის მილოცვაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი