ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 115 510.7 ათასი ლარი დაამტკიცა.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია ის პროექტები, რომელიც საჯარო განხილვისას მოქალაქეების მიერ პრიორიტეტად იქნა დასახელებული. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სამგზავრო ტარიფიდან გათავისუფლდებიან ააიპ ,,სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები.
განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების, მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.
მიღებული იქნა დადგენილება, რომლის მიზანია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და განვითარების ხელშემწყობის პროგრამების ღონისძიებათა დამტკიცება. საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ერთობლივი მონაწილეობა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულების თანახმად გასაკეთებელი ობიექტების ნუსხას დაემატა ორი ობიექტი - მე-11 სპორტული სკოლის რეკონსტრუქცია/მშენებლობა და მე-17 სპორტსკოლის კრივის დარბაზების და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი