ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა
ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი 11-12 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარეობდა.
მათივე ცნობით, ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და უშუალოდ მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით აღდგა.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ესტონეთისა და ლატვიის სახალხო არტისტი იანუს ვერსტუსი, ფესტივალის სახე კი ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე იყვნენ. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა ევროპიდან მოწვეული, ათი სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასის 50 წამყვანი პროფესიონალური ბალეტის მოცეკვავე.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფესტივალის დახურვის და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ცნობილი ქორეოგრაფი მაკა მახარაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გრან -პრი იაპონელმა მოცეკვავემ ჰიროტო ნაკაბაიაშიმ მოიპოვა.
„ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ, მოვახერხეთ და ეს ფესტივალი აღვადგინეთ. ორი დღის განმავლობაში ქუთაისი იყო არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საბალეტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ვულოცავ ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გრან -პრის მფლობელს იაპონელ ჰიროტო ნაკაბაიაშის, ყველა გამარჯვებულს, მონაწილეს, ორგანიზატორებს - ფესტივალის წარმატებულად ჩატარებას!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ბალეტის სფეროს პოპულარიზება და ქუთაისში კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
სიახლეები
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს
- "რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება" - დონალდ ტრამპი
- 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს" - რა გვასწავლა 2008 წლის აგვისტოს ომმა