ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა
ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით.
იუნესკოს ეს გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს, მსოფლიო ქალაქების დღეზე გახდა ცნობილი.
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების წევრობაზე მსოფლიოს მასშტაბით საკონკურსო განაცხადების მიღება ყოველწლიურად ცხადდება შემდეგი მიმართულებებით: რეწვა და ტრადიციული ხელოვნება, დიზაინი, კინო, გასტრონომია, ლიტერატურა, მედია ხელოვნება და მუსიკა.
აღნიშნულ განაცხადზე ქუთაისის ხედვა ეფუძნება მის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციას ლიტერატურისა და ინოვაციური შემოქმედებითი პრაქტიკების გათვალისწინებით, რომელიც თანხვედრაშია გაეროს მიერ შემუშავებული გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებთან და გამოწვევებთან.
ახალი სტატუსის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქალაქის კულტურული დინამიკა ორიენტირებული იქნება ლიტერატურული პროცესებისა და სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი თანამშრომლობების განვითარებაზე, სადაც საერთაშორისო გაცვლა და თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
აღნიშნული სტატუსის მინიჭება არის უდიდესი შანსი ქუთაისისთვის, მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციაზე დაყრდნობით შექნას სრულიად ახალი კულტურული იდენტობა.
დეტალურ ინფორმაციას ქალაქის ახალი სტატუსის შესახებ ქუთაისის მერია ფართო საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს.
სიახლეები
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს
- "რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება" - დონალდ ტრამპი
- 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს" - რა გვასწავლა 2008 წლის აგვისტოს ომმა