ქუთაისში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ .
სკოლის მოსწავლეებს „თიბისი ბანკის“ სამგზავრო ბარათები უფასოდ გადაეცემათ. მუნიციპალური ტრანსპორტით სულ 33 619 მოსწავლე იმგზავრებს უფასოდ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი