ქუთაისში აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე დრამატულ თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში - 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა აფხაზეთის ომი.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნინოშვილის სკვერში“ ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი. სასულიერო პირებმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი