ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყო
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყო.
ბანაკის მონაწილეთა პირველი ნაკადი დღეს გაემგზავრა ბაკურიანში. მოსწავლეები ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ გააცილეს.
ბანაკის სასწავლო თემატიკაა: დამოუკიდებლად სწავლის უნარების გაძლიერება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, კარიერის დაგეგმვა, მოხალისეობა, ადვოკატირება, კონკურსების საპროექტო განაცხადის შედგენისა და დონორების მოძიების პრაქტიკული ჩვევების შეძენა.
შერჩეული მოსწავლეები სამ ნაკადად არიან გადანაწილებული. ბანაკი ჯამში 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"