ქუთაისის მერიაში, სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის მერიაში, სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შემუშავებული იქნა ქუთაისში სპორტის განვითარებისათვის აუცილებელი კონკრეტული აქტივობები, შეიქმნა ლოგიკური ჩარჩო და სამოქმედო გეგმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი , მერის მოადგილეები, UNDP-ის მოწვეული ექსპერტი ანატოლი კორეპანოვი.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტში სპორტის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობას ვაგრძელებთ. ქალაქს, რომელსაც ასეთი გამორჩეული სპორტული ტრადიციები და მიღწევები აქვს, სულ მალე ექნება სამოქმედო პროგრამა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ქუთაისში სპორტის განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც სპორტის სტრატეგიასა და განვითარების კონცეფციაზე მუშაობს," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტი „სპორტის პოლიტიკის განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"