იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა.
მხარის რწმუნებულმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს აღნიშნული ობიექტები. შავლეგო ტაბატაძე სათაფლიის ნაკრძალის, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ვიზიტორთა ცენტრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
,,იმერეთის რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებულ ვიზიტორებს უნდა შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო. 2019 წელს რეგიონში იგეგმება გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება პირველი აგვისტოდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას რეგიონში. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ საინტერესო ტურისტული მარშუტები და შესაბამისი გარემო,“ –შავლეგო ტაბატაძე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე აპირებს რეგიონის მასშტაბით დაათვალიეროს ტურისტული ობიექტები.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში