ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზი ოფიციალურად გაიხსნა
დღეიდან ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრს, ხოლო სიგანე 25 მეტრს შეადგენს. აუზის კომპლექსში მოეწყო, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები და გასახდელები.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.
ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სიახლეები
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია
- "პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა" - შსს
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს