ქუთაისის მერის მოადგილემ მარტოხელა დედებს საჩუქრები გადასცა
ქუთაისში რეგისტრირებული მარტოხელა დედების სტატუსის მქონე ქალებს, დედის დღე მიულოცა ქუთაისის მერის მოადგილემ.
ნინო თვალთვაძემ მარტოხელა დედები არაფორმალურ გარემოში მიიღო და საჩუქრები გადასცა. მერის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალებს, საჭიროებისამებრ დაეხმაროს. დედის დღე - 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"