ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთასში საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს
ხვალ, 13:00 საათზე, ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, მადლიერების სახლში, საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს გერმანელი მეგობრების მიერ სპეციალურად მათთვის მოქსოვილი თბილი სამოსი, პლედები და ტანსაცმელი გადაეცემათ.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ქალბატონი ნინო თვალთვაძე.
აქციის ინიციატორები გერმანიის ქალაქ ვადერნში მცხოვრები მიულერების ოჯახია, რომლებთანაც ქართულ-გერმანულ ცენტრს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა ჰუმანიტარული მიმართულება. წლების განმავლობაში მიულერების ოჯახი ეწევა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.
ქართულ-გერმანული პარტნიორობა სიკეთისათვის მომავალშიც გაგრძელდება .
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"