დღეს, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-მა რეგიონალური შეხვედრა მოაწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმერეთის რეგიონალური და მუნიციპალური მთავრობების წარმომადგენლებმა, იმერეთის ფერმერებმა, კოოპერატივების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
დღეს, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ People in Need და პარტნიორმა ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითრების სააგენტო“ (RCDA), იმერეთის რეგიონალური ადმინისტრაციის რწმუნებულის -გუბერნატორის ხელშეწყობით ორგანიზება გაუკეთეს რეგიონალურ შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ჩატარდა.
რეგიონალურ შეხვედრას დაესწრო 50-მდე ფერმერი და კერძო ბიზნესის წარმომადგენელი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს People in Need-ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს ხელმძღვანელმა როსტომ გამისონიამ.
„დღევანდელი რეგიონალური შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევები და შესაძლებლობები. აგრეთვე მოხდა მსჯელობა შეთანხმების მნიშვნელობაზე და გზებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ადგილობრივმა მეწარმეებმა მეტი სარგებელი მიიღონ აღნიშნული შეთანხმებით.“ - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში People in Need-ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ.
შეხვედრაზე საშუალება მიეცათ დაინტერესებულ მხარეებს ემსჯელათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) არსებულ გამოწვევებზე და განეხილათ მთავრობის როლი ამ გამოწვევების საპასუხო საადაპტაციო პოლიტიკის ფორმირებაში.

რეგიონალური შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ხელი შეეწყო დიალოგისთვის ფერმერებს, ბიზნესს და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე ფერმერული მეურნეობების, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.
პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს, მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"