პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის სოციალურ საწარმოებში სასწავლო ვიზიტი გაიმართა
28 აპრილს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის სოციალურ საწარმოებში სასწავლო ვიზიტი გაიმართა.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეწვივნენ სოციალურ საწარმო ,,მეგობარს“ და სოციალურ სამკერვალო საწარმო ,,ჰანგს“ , ხოლო ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურ საწარმო ,,ჩირიგეს“.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობის მონაწილე ორგანიზაციებს, შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი სოციალური საწარმოების შექმნისა და საქმიანობის შესახებ. აგრეთვე, გასცნობოდნენ წარმატებულ მაგალითებს.
სასწავლო ვიზიტის შესახებ FirstNews.ge-თან გვანცა კიკალეიშვილმა ისაუბრა:
"დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ძალიან მიყვარს ინფორმაციის გაცვლა. ვთვლი, რომ ამით მეც ვძლიერდები და ადამიანებისათვის მოტივაციის წყარო ვარ, რაც ბევრად უფრო მაბედნიერებს.
რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას ჩვენ 2014 წლიდან მოვდივართ, როგორც ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, რომელიც დღემდე ჩვენს გვერდითაა. გვაძლიერებს სხვადასხვა საკონსულტაციო მიმართულებით.
ვმუშაობთ როგორც სოციალური მეწარმეობაში, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებებზე და ზოგადად ახალგაზრდული მიმართულებით უფლებებსა და ადვოკატირებაზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ძალიან ეფექტურად ვთანამშრომლობთ, რომლებიც თითქმის ყველა პროექტის თანადამფინანსებლები არიან.
გარემოს დაცვა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ორგანიზაციის ბაზაზე ჩვენ უკვე გვაქვს განახლებადი ენერგიების წყაროები დანერგილი და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ," - განაცხადა გვანცა კიკალეიშვილმა.
სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი