ქუთაისში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
სასულიერო პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პარაკლისი გადაიხადეს.
"9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის დღეა საქართველოსთვის. სიამაყით და სევდით აღვნიშნავთ ამ დღეს, ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დამოუკიდებლობა და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომელთა თავდადებამ და ერთსულოვნებამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და გაკვალა გზა თავისუფლებისკენ. საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"