ორგანიზაცია „ჰერას" თანამედროვე სტანდარტების მობილური მამოგრაფი გადაეცა, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებს მოემსახურება
საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარებისა და კულტურული პროექტის“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ჰერამ“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციას გადაეცა თანამედროვე სტანდარტების მობილური მამოგრაფი.
„ჰერამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყო შესაბამისი სპეციფიკაციის ავტომანქანა მამოგრაფიის აპარატის განსათავსებლად და გასასინჯი ოთახებისთვის.
ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგია, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას და შესაბამისად განკურნების მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა მსოფლიოში და საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებსა და სოფლებში, საიდანაც ქალბატონებს ძირითადად ტრანსპორტირებასთან და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯების პრობლემა აქვთ, ან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ კლინიკაში მისვლას.
მობილური კლინიკა უფასოდ მოემსახურება იმერეთის, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებს დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
„ჰერას“ კლინიკაში ჩატარდა მობილური კლინიკის გახსნის ცერემონია, რომელსაც იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა , იმერეთის რეგიონის და ქალაქ ქუთაისის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ნაციონალურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა და სხვა წამყვანი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა