ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯორჯიანა ბრატუ და ჯესიკა პაპუკა ქუთაისში პროექტის" BSB 457 მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
პროექტი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელდა 2018-2021 წლებში და მის ფარგლებში ქალაქში შეიქმნა ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, განხორციელდა პლასტიკის და ქაღალდის სეპარირება. დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შექმნილი საკომპოსტე ცენტრი.
"BSB457 მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა “- ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი , რომელიც წარმატებით განხორციელდა ქუთაისში . ამ პროექტის საშუალებით ჩვენ შევძელით ქალაქში დაგვეწყო ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, შევქმენით საკომპოსტე მოედანი, რომელიც პირველია ჩვენს რეგიონში, დავამყარეთ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები, ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება შევხვედროდით ევროკავშირის „შავი ზღვის ქვეყნების პროგრამის „წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ როგორც პროექტით მიღებულ სარგებელზე, ასევე მომავალი თანამშრომლობის ასპექტებზეც. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი თემებია და მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტის განხორციელებაში, ქუთაისის თვითმმართველობასთან ერთად, ჩართული იყვნენ ქალაქ უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია "ტექნოპოლ გალაცი" (რუმინეთი) და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი".
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი