ქუთაისის მერია "ზამთრის ლიდერთა სკოლა 2023“-ის მონაწილეთა შერჩევას იწყებს
ქუთაისის მერია „ზამთრის ლიდერთა სკოლა 2023“-ის მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
პროექტში ჩართვა შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ქუთაისელ ახალგაზრდებს.
მიმდინარე წელს, „ლიდერთა სკოლა“ პირველად იქნება საერთაშორისო და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქებიდან 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები (თითოეულ ნაკადში 5 მონაწილე).
ლიდერთა სკოლა გაიმართება საქართველოს ზამთრის რომელიმე კურორტზე. ზამთრის ლიდერთა სკოლაში ახალგაზრდები გაემგზავრებიან ეტაპობრივად - 2 ნაკადად. 14-18 წლამდე მოსწავლეები - 1 ნაკადი და 18-29 წლამდე ახალგაზრდები -1 ნაკადი. შერჩეული მონაწილეებისთვის გაიმართება ტრენინგები თემაზე: „ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა და პროექტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება."
განაცხადები მიიღება მ/წ 26 თებერვლამდე. ვრცლად იხილეთ : https://docs.google.com/…/10OX0ZdAkdYmzEygjnId2FCiWLXE…/edit
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი