ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ქუთაისში ტრანსპორტის მომსახურების საფასურის 50 %-ით გაძვირებაზე იმსჯელეს.
დღემდე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი იყო, “ოცნების” ხელისუფლებამ კი 60 თეთრი დააწესა.
მერიაში მგზავრობის ტარიფის გაორმაგება ჯერ კიდევ გასული წლიდან უნდოდათ, თუმცა, საკრებულომ მხარი არ დაუჭირა და საკითხის დეტალურად შესწავლა მოსთხოვა.
მგზავრობის გაძვირებას “ქართული ოცნების” 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა თავი შეიკავა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"