ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი გადაეცა
ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი გადაეცა. ქალაქის მერს იოსებ ხახალეიშვილის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა გადასცა.
ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქუთაისის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში, მომზადდა სიტუაციური ანალიზის მიგნებების და რეკომენდაციების ანგარიში.
ბავშვებთან საკონსულტაციო ფორმატში შეიქმნა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შედეგად, ქალაქი გადავიდა ბავშვზე მორგებული ინიციატივის შემდეგ ეტაპზე და მიიღო კანდიდატი ქალაქის სტატუსი.
„მნიშვნელოვანი დღეა ქუთაისისთვის - ოფიციალურად მოგვენიჭა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიტატის სტატუსი, რაც ჩვენი გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. პირველ რიგში, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და იუნისეფთან ერთად მივალთ საბოლოო სტატუსამდე, რათა ქუთაისი იყოს ბავშვზე მორგებული ქალაქი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების თანმიმდევრულ განვითარებას,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ოფიციალურად აღიარებენ დასახული სტრატეგიისა და გეგმის წარმატებით განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის სრული ციკლის წარმატებით დასრულების შემდეგ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი