საგარეჯოში დაჭრილი პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ორის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
„ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი შემოყვანილი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ერთს გაეწია შესაბამისი დახმარება და კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილია თბილისში. მას აღენიშნებოდა თვალის ზედაპირული ტრავმა. დაჭრილებს ძირითადად აღენიშნებათ ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. ამ ეტაპისთვის ოთხი აგრძელებს მკურნალობას. ორის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, ორი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
სიახლეები
- ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი და პარტიის ანგარიშები დააყადაღეს
- “გაირკვა, რა ღირს “ქართველი ხალხის სიყვარული” – პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება
- “ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება” - ბერდია ჩანქსელიანი
- ბანგლადეშში დიდი მსხვერპლი მოჰყვა არმიის თვითმფრინავის კატასტროფას
- “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ჯანსაღი არჩევნები, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა” - პრემიერი