ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა.
უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული 93 ოჯახი ცხოვრობს ქუთაისში. ქალაქის მერმა რამდენიმე მათგანი მერიაში მიიღო და საახალწოდ სურსათის ვაუჩერები, ბავშვებს კი სათამაშოები გადასცა. სურსათის ვაუჩერებს ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების ყველა ოჯახი მიიღებს.
ოჯახები ასევე მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, სადაც ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდებიან.
„ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს გვერდით. გვინდა, ვიდრე ჩვენს ქალაქში იცხოვრებთ, თავი იგრძნოთ შინ. შევეცადეთ, გაგილამაზოთ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები.
გილოცავთ ახალ წელს, მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!“- მიმართა უკრაინელ სტუმრებს იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი