ქუთაისში სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა
ქუთაისში სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც 5 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ჯგუფების გარდა, უკრაინის და პოლონეთის თეატრალური დასებიც მონაწილეობდნენ. საზეიმო დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
„სასკოლო თეატრალურ ფესტივალს დაარსების დღიდან ვუჭერთ მხარს ადგილობრივი თვითმმართველობა. მიმაჩნია, რომ ეს სწორად დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული პროექტია. წელს ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და განსაკუთრებით მახარებს, რომ ქუთაისს დაძმობილებული ქალაქების ახალგაზრდული დასები სტუმრობენ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაარსდა და ამ დრომდე 500-ზე მეტი სპექტაკლი იქნა წარმოდგენილი, რომლებიც 50 ათასამდე მაყურებელმა ნახა.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა