ქუთაისში იაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისში იაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშოებს შპს „ორიენტირი“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემის აღდგენა-მოწესრიგება ხორციელდება. ამასთან მთლიანად იცვლება გარე განათების სისტემა და მათ ნაცვლად ახალი დეკორატიული სანათები განთავსდება, ტროტუარები კი გრანიტის ფილებით მოპირკეთდება.
პროექტის ღირებულება 972 807 ლარს შეადგენს.