ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის ქონების მართვის, საქალაქო მეურნეობის კომისიისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის ქონების მართვის, საქალაქო მეურნეობის კომისიისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე (ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია) განიხილა ის საკითხები რომელიც დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მგზავრობის ტარიფისა და პარკირების, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ტარიფის ზრდას ითვალისწინებს.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, თვითმმართველობის აღმასრულებელ რგოლთან შეთანხმებით დამატებითი შესწავლისა და ფინანსური ანალიზის წარმოდგენის მიზნით შეჩერებული იქნა.
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით მერიამ, მოსახლეობას და საკრებულოს მიმდინარე თვეში უნდა წარუდგინოს მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯების დეტალური ფინანსური ანგარიში. ასევე ანგარიშგების და სუბსიდირების ანალიზი.
მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, საკითხი განხილული უნდა იქნას თვითმმართველობაში არსებულ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებში, მათ შორის მერიის მრჩეველთა საბჭოში.
მნიშვნელოვანია მოხდეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან სუბსიდირებას ითვალისწინებს. რის შემდეგაც საკრებულო დაუბრუნდება აღნიშნული საკითხის განხილვას.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე