13 წლის შვილიშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ბავშვის ბაბუა დააკავეს
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა. 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბავშვის პაპა, 50 წელს გადაცილებული პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს