ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქმიანი ვიზიტით, რუმინეთის ქალაქ იაშში იმყოფებიან
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რუმინეთის ქალაქ იაშში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, 24 იანვარს ხელი მოეწერება ქუთაისისა და იაშშის თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას. შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი, გარემოს დაცვა. აღნიშნულ სფეროებში ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები საკუთარ გამოცდილებას გაცვლიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. საზეიმოდ გაიხსნება ქართველი პოეტის, ბესარიონ გაბაშვილის ბიუსტი.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იაშშის მერი საქართველო-რუმინეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები რუმინეთიდან. ასევე მოეწყობა რუმინულ ენაზე ბესარიონ გაბაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა