იოსებ ხახალეიშვილი და დავით ერემეიშვილი ქუთაისის ქალთა რაგბის კლუბ „აიას“ ესტუმრნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის ქალთა რაგბის კლუბ „აიას“ ესტუმრნენ.
ქუთაისის მერიასა და რაგბის კლუბს შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი და ფორმები გადაეცათ.
„ქართული რაგბის წარმატებების ისტორია დიდწილადაა დაკავშირებული ქუთაისთან. სასიხარულოა, რომ უკვე გვაქვს ქალთა რაგბის კლუბიც, რომელსაც ქუთაისის მერია მხარს დაუჭერს, რათა კლუბი განვითარდეს და ისეთივე წარმატებებს მიაღწიოს , როგორც ლეგენდარულმა „აიამ“.
დღეს ჩვენს სპორტსმენებს შევხვდით და სპორტული ფორმები გადავეცით. გუნდის წევრებთან და კლუბის პრეზიდენტ მაია სიმონიძესთან ერთად ქალთა რაგბის განვითარებასა და ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი