ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობაზე მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმიისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:
250 მეხანძრე-მაშველი;
50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;
დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;
ქრობის ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი;
ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;
მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები. ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა "MTLB" (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.
ხვალ დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.
ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეოსააგენტოს თანამშრომლები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე