3 და 4 სექტემბერს ქუთაისში ფესტივალი „ზარ•ზეიმი” გაიმართება
3 და 4 სექტემბერს ქუთაისში ფესტივალი „ზარ•ზეიმი” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"3 და 4 სექტემბერს გიწვევთ ქუთაისში, არაჩვეულებრივ გასტრონომიულ გამოფენაზე!
ფესტივალი „ზარ•ზეიმი” გთავაზობთ ნამდვილ ქართულ გემოებს ადგილობრივი ფერმებიდან , ცივ იმერულ ღვინოებს ოჯახებიდან და მცირე მარნებიდან, ხელით დამზადებულ ნაყინს და ლუდის სახეობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.
ფესტივალ „ ზარ•ზეიმის“ პარტნიორები არიან : ქუთაისის მერია, „თიბისი“, „სტარტაპერი,” და „ვიზა „"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი