ქუთაისელმა პარასპორტსმენებმა, პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, სპორტის რამდენიმე სახეობაში გამარჯვება მოიპოვეს
ქუთაისელმა პარასპორტსმენებმა, პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, რომელიც ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში განახორციელა, რამდენიმე სახეობაში მოიპოვეს გამარჯვება.
200–მდე შშმ პირი, დაჭრილი ჯარისკაცი და ომის ვეტერანი ჯომარდობის, პეინტბოლის, მშვილდოსნობისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებულ ჩემპიონატში პირველობა არავის დაუთმეს ქუთაისის გუნდის წევრებმა და გარდამავალი თასი მოიპოვეს.
ქუთაისელებმა პეინტბოლის ჩემპიონატშიც გამოიჩინეს თავი და პეინტბოლის გარდამავალი თასი ერთი წლით კვლავ ქუთაისში დააბინავეს.
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ს მონაწილეებმა, ექსტრემალურ სპორტში, კერძოდ პარაგლაიდინგში მოსინჯეს საკუთარი ძალები და პატარა ლილოს მთიდან პარაპლანით გადმოხტნენ. 80-მა ბენეფიციარმა 2 ეტაპად იფრინა, მათ შორის პარასპორტსმენებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა და ომის ვეტერანმა.
2013 წლიდან დღემდე ექსტრემალური სპორტის ამ სახეობაში 500– მდე შშმ პირსა თუ სამხედრო მოსამსახურეს აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო პროექტი, სპორტულ–კულტურული აქტივობების ირგვლივ ყოველწლიურად 500–ზე მეტ შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ვეტერანს აერთიანებს.
ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები, დიპლომები.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის" იმპლემენტაციას.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"