„ფსიქოლოგის მომსახურება ოჯახების მხარდაჭერისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უმნიშვენლოვანესი სერვისია"
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ერთად, ქუთაისის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგიური კაბინეტის გახსნას დაესწრო.
გაეროს ბავშვთა ფონდი, „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში, მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში. ინიციატივა 2020 წლიდან ხორციელდება და ეხმარება მუნიციპალიტეტებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა.
„ფსიქოლოგის მომსახურება ოჯახების მხარდაჭერისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უმნიშვენლოვანესი სერვისია. ის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სერვისია ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის, რომლის ხარისხიანად მიწოდებას შესაბამისი პირობები და სივრცე სჭირდება. სწორედ ამიტომ, „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი დაგვეხმარა აღნიშნული კაბინეტის აღჭურვაში,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი