ქუთაისში, კლუბ BUDE-ში ექსპოზიცია – ბუჩამდე იყო აფხაზეთი – გაიმართა
ქუთაისში, კლუბ BUDE-ში (გუგუნავას ქუჩა N1) ექსპოზიცია – ბუჩამდე იყო აფხაზეთი – გაიმართა.
ორდღიანი ექსპოზიცია, 10 ივლისს, 20:00 საათზე გაიხსნა და 11 ივლისს, 18:00 საათზე დაიხურა.
ვიზიტორები ინდივიდუალურად, პოლიტიკური გაზვიადებისა და ინტერპრეტაციების გარეშე განიცდიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეს, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რაც ასიათასობით დევნილმა გამოიარა.
FirstNews.ge გამოფენაზე დამთვალიერებელ, აფხაზეთიდან დევნილებს, ესაუბრა. მათი თქმით ეს მძიმე კადრები ბევრს საკუთარი თვალითაც აქვს ნანახი.
"ძალიან მძიმე კადრებია, ასეთი გენოციდი საშინელებაა. დღე არ გავა, რომ არ გავიხსენოთ ჩვენი აფხაზეთი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ნაკლებად ვსაუბრობთ. რუსეთმა აფხაზეთში სრული ჯოჯოხეთი მოაწყო,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ვიზიტორმა.
შეგახსენებთ, რომ კამპანია იმავე ექსპოზიციით თბილისში, კლუბ KHIDI-ში 24 მაისს გაიხსნა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი