ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
ქუთაისის ყინულის მოედნიდან წყალტუბო-ქუთაისის გზამდე, სადაც 15 იანვარს ავტოავარის სამი მოზარდი ემსხვერპლა, სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
მოქალაქეები მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციების იმ უწყებებისგან ითხოვენ, რომელთა ვალდებულებასაც საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
როგორც აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი შემთხვევა დასრულდა ფატალურად, თუმცა რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არცერთი ნიშანი.
"ერთი წლის განმავლობაში 20-მდე ადამიანი შავდება სტატისტიკურად, შვიდამდე იღუპება და ასე გრძელდება წლებია. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებას და დღესვე შეგვაქვს წერილი საგზაო დეპარტამენტში მიიღოს ყველა ზომა და დაარეგულირონ მოძრაობის უსაფრთხოება. შეიძლება ეს იყოს მწოლიარე თუ ცოცხალი პოლიეცელი და ა.შ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აკაკი საღინაძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"