გორი-ქარელის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა
ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოებში გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრია.
შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს