"მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემი, როგორც ქალაქის მერის, ავტორიტეტის შელახვას" - ქუთაისის მერი
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან თითქოსდა გარდაცვლილი საოპერო მომღერალი შეხვედრაზე დაიბარა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს ერთი წლის უკან შეხვდი. ქალბატონი მარინა მაჭავარიანი დაინტერესებულია, რომ ქუთაისში ანჯაფარიძის სახელობის მუზეუმი არსებობდეს. შესაბამისად, მან გვთხოვა, გამოგვესყიდა ის სახლი, რომელიც ადრე ანჯაფარიძეების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა.
იმის გამო, რომ ქალაქის ბიუჯეტს დღესდღეობით სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით მრავალი გამოწვევა აქვს ,შესაბამისად, ამ ეტაპზე მყისიერად ვერ მოხდება ყველა სასიკეთო სურვილის განხორციელება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - გარკვეული წრეები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემი, როგორც ქალაქის მერის, ავტორიტეტის შელახვას", - ნათქვამია გიორგი ჭიღვარიას ოფიციალურ ფესბუქზე გაკეთებულ განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ცნობილი საოპერო მომღერალ, ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს, მარინა მაჭავარიანს შეხვდა, სადაც გარდცვლილი ხელოვანი მოიკითხა და შეხვედარზეც დაიბარა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"