აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა
2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
სარეაბილიტაციო ცენტრი „ნაიოს“ ინიციატივით და ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით დღეს პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა.
რეაბილიტაციის ცენტრის პატარებმა სპექტაკლი წარმოადგინეს, სადაც ზღაპრის გმირები განასახიერეს. ღონისძიების დასასრულს კი მათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სპონსორი ორგანიზაციების მიერ საჩუქრები გადაეცათ.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე