"ჭიათურის მერია ითხვისში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათგან ინფორმაცია პირადად მოისმინა.
ამ ეტაპზე 12 ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.
„ხელისუფლებამ პირველივე დღიდან მიიღო შესაბამისი ზომები. ის ოჯახები, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გაყვანილია. მათთვის გამოვყავით ალტერნატიული სახლები, როგორც სხვადასხვა სოფელში, ასევე ჭიათურაში.
გეოლოგიური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და დაადგენს თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება,“- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ.
სოფელ ითხვისში ე.წ. ,,მახათაძეების უბანში" 12 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"