მესტიის მუნიციპალიტეტში ნატო-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმის - „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ - წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 17-18 მარტს განახორციელეს პროექტი: „ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“.
პლატფორმის წევრებმა შეხვედრები გამართეს დაბა მესტიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ანალოგიური შეხვედრები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საინფორმაციო შეხვედრებზე პლატფორმის წარმომადგენლებმა განიხილეს ნატო-ს ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, მოეწყო დისკუსიები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი სირთულეების, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობისა და რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული მითების შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების წარმატებული რეალიზების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი.
პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP).
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე