"კლინიკა-ლჯ"-ის მედ-პერსონალმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლი გაიღო
ქუთაისში, "კლინიკა - ლჯ"-ის და "ლჯ და კომპანიის" მედ-პერსონალის ინიციატივით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში - "გაეცი სისხლი უკრაინელი ხალხისთვის" 150-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მირიან ჭეიშვილის განცხადებით, კლინიკა მზად არის გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს.
"სისხლის უანგარო დონაციის აქცია ემსახურება სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. იმედი გვაქვს, მალე უკრაინა დაიბრუნებს სიმშვიდეს და ოკუპანტი რუსეთი პასუხს აგებს!"-აღნიშნა ჭეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა ყველა უკრაინის მოქალაქეს,რომელიც საქართველოში იმყოფება, საჭიროების შემთხვევაში უფასო სამედიცინო მომსახურეობას გაუწევს.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი