იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
"იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებმა, გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ პრემიერის ინიციატივას და ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარონ მოძმე უკრაინას და ამას კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინის არაერთ ქალაქთან, ალბათ, გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი ოდესაში მერის მიწვევით, ასევე ხერსონში გუბერნატორის მიწვევით, იმერეთის მუნიციპალიტეტებსაც არაერთი დაძმობილებული ქალაქი ჰყავთ უკრაინაში და შესაბამისად ჩვენი დახმარების სურვილი ბუნებრივიცაა.
აქვე მინდა მივმართო იმერეთში მომუშავე კერძო სექტორს, თუ ვინმეს ექნება სურვილი მათაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
როგორც იცით, პრემიერის ინიციატივით უკვე გაიგზავნა პირველი ჰუმანიტარული ტვირთი და ასევე პრემიერის დავალებით, უკრაინელ ტურისტებს, რომლებიც საქართველოს ქალაქებში არიან, ხელი შევუწყოთ ყველა საჭიროებებში.
აქვე მინდა, ჩვენს დაძმობილებულ ქალაქებს, ვისთანაც ჩვენს გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო,“ - .ზვიად შალამბერიძე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"