"ქუთაისს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს უკრაინასთან" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცლებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს ყველას ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!
დაუშვებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ სამხედრო აგრესიის ასეთი გამოვლინება!
ქუთაისს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს უკრაინასთან. ჩვენ იქ გვყავს დამეგობრებული ქალაქები, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე იმყოფებიან.
ხარკოვი, ჟიტომირი, დონეცკი, ლვოვი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ამ ქალაქებთან ათწლეულების მანძილზე ვმეგობრობთ.
ჩვენ ახლა მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ ომში ისინი მარტო არ არიან!
მჯერა, საერთაშორისო საზოგადოება ყველა ზომას მიიღებს, სათანადო პასუხი გაეცეს რუსულ აგრესიას, რომელსაც ის გამუდმებით იჩენს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ!
მშვიდობა გაიმარჯვებს საქართველოში, უკრაინაში, მსოფლიოში!"-წერს ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი