ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს წევრი, ირაკლი შენგელია აირჩიეს.
შენგელია 18 ხმით იქნა არჩეული. 14 ხმა კი "ნაციონალური" მოძრაობის წევრმა ბესიკ ბრეგაძემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შენგელია ასევე იყო მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე.
დღესვე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გია ბასილაძე, ასევე, თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა პაატა ლილუაშვილი და თეიმურაზ ნადირაძე.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩეული იქნა, მარეხი ნიჟარაძე, ხოლო მოადგილეებად დიმიტრი მხეიძე, ბექა მახარაძე და ზაქრო მამასახლისი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩეული იქნა საკრებულოს წევრი, გიგა შუშანია, ხოლო მოადგილეებად ბექა ქვაჩაკიძე, ხათუნა არველაძე, გაგა მანაგაძე და თედო მესხი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს