ქუთაისში პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლ ფშივარა იმყოფებოდა
ქუთაისში პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლ ფშივარა იმყოფებოდა.
პოლონელი სტუმარი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო. კარლ ფშივარას გადაწყვეტილი აქვს ხელი შეუწყოს ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლებისა და ვროცლავის უნივერისტეტის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც აისახება სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში.
„მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პოლონელ სტუმართან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ქალაქის სამივე უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა.
პოლონეთთან ქუთაისს ისედაც აქვს სამაგალითო ურთიერთობა. ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ბატონი რაჩკევიჩი ხომ ქუთაისში დაიბადა. მალე პოლონეთის მეგობრობის სკვერში პრეზიდენტ რაჩკევიჩის ბიუსტი განთავსდება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
️ქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ, კარლ ფშივარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს