იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
ქალაქის მერმა ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, "კოლხური შადრევანის", მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა; ასევე, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, სადაც ახლახან გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
"დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ვეცნობით. ბოლომდე გაკონტროლდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ვადები. ბევრი მათგანი წლის ბოლომდე დასრულდება. ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითაა შერჩეული,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეიდან მუშაობა განაახლა, როგორც ქალაქის მოქმედმა მერმა. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოსვლის შემდეგ კი, ის მეორე ვადით დაიკავებს ქუთაისის მერის თანამდებობას.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი