,,ევროპული საქართველოს'' დეპუტატი ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი ქალაქის მერიის რეორგანიზაციის საკითხს ეხმაურება.
გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაცია საბინაო სამსახურს შეეხება. როგორც ,,ევროპული საქართველოს’’ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარისას აღნიშნა, რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს საქმიანი ინტერესიდან გამომდინარე და მას არ უნდა ახლდეს პოლიტიკური ნიშანი.
,,თუ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში გაჟღერებული აზრი, რომ შეიძლება მოხდეს საბინაო სამსახურის რეორგანიზაცია და მისი სხვა სამსახურთან შეერთება, არ იქნება სწორი და საქმიანი გადაწყვეტილება, რადგან საბინაო და მრავალსართულიან კორპუსებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა ცალკე სამსახურის არსებობა, რათა ეფექტურად გადაიჭრას მრავალსართულიანი ბინების წინაშე არსებული საკითხები. სხვა სამსახურთან შეერთება გამოიწვევს უამრავ პრობლემას საბინაო სფეროში, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქალაქის ინტერესებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც საბინაო სამსახურთანაა დაკავშირებული", -განმარტა მერაბ მეშველიანმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს