ქუთაისში 800 დევნილი ოჯახი მალე ახალ ბინებს მიიღებს
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 800 დევნილი ოჯახი მალე ახალ ბინებს მიიღებს- მათთვის აქ 5 საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ქარქაშაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გაეცნენ.
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.
ხუთი, 16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი